არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უსინათლოთა ხმა”,რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაზეა ორიენტირებული მიმართავს საზოგადოებას და კითხვას უსვამს ქობულეთის არჩეულ მერს მირიან ქათამაძეს და სთავაზობს ნებისმიერი ტელევიზიით საჯარო დებატებს,თვლის თუ არა ქობულეთის მერი შშმ პირებს საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ,რა გაუკეთებია მათთვის დღემდე და რის გაკეთებას პირდება მომავალში.ბატონმა მერმა,ვერ თუ არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაცია უსინათლოთა ხმის მიერ შეთავაზებული წინადადებები შშმ პირთა დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, რაც გამოიხატებოდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,უსიანათლოთა ხმა”-ის მიერ შეთავაზებული წინადადებებით ,რომელიც შშმ პირთათვის სოციალური მეწარმეობის განვითარებას შეუწყობდა ხელს და ჩვენს წინადადებას უპასუხა მხოლოდ ორგანიზაციისთვის უმნიშვნელო დადებითი პასუხით. ორგანიზაციას ,რომელსაც მარტო ქობულეთში ყავს 118 უსინათლო წევრი , მათ დასაქმებისათვის გამოუყო 10 კვ-მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სავაჭრო საქმიანობისათვის ,ორგანიზაციას არ აძლევს საშუალებას მეწარმეობის განვითარებისათვის ,ბატონი მერი და მასთან დაახლოებული ქალაქ ქობულეთის მერიის ქონების მართვის სამსახური,ისინი ვერ ხედავენ ამის საჭიროებას,რომ შშმ პირები,დასაქმდნე და არ მიიჩნიეს მიზანშეწონილად ,მათი დასაქმებისათვის ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებული ქონების რაიმე ფორმით (იჯარა ,უზუფრუქტი და სხვა)გადაცემა.ბატონო მერო გახსოვდეთ შშმ პირები არიან იმ საზოგადოების წევრები ,რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ და გახდით ქობულეთის მერი, იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყავით გამოგეხატათ კეთილი ნება და არა, ფორმალურად არამედ რეალურად ერთობლივად გვემუშავა იმ საკითხების მოგვარებაზე ,რაც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს ,ამას თქვენ და ყველა თვითმართველ ერთეულს ავალდებულებს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციის 41 მუხლი,რომელიც რატიფიცირებული საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის მიერ. იმედია ამას ექნეაბა სათნადო გამოხმაურება ,როგორც არასამთავრობო სექტორიდან,მედიიდან და მთელ საზოგადოებიდან.
