
ა(ა)იპ უსინათლოთა ხმამ მონაწილეობა მიიღო ხულოს მერიის მიერ დაგეგმილ ღონიშძიებაში 2018 წლის 14 ივნის ,რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად.ღონისძიებაზე გაიმართა სპორტული სამაგიდო თამაშები და გამოვლინდა გამარჯვებული ,,უსინათლოთა ხმი”-ს წევრი უსინათლო გოჩა მელიქაძე დაეუფლა მერიის მიერ დაწესებულ ჯილდოს .აგრეთვე ჩატარდა კონცერტი სადაც დუეტით წარდგნენ ,,უსინათლოთა ხმი””-ს წევრები ,უსინათლო თამილა საგინაძე და ჯონი მაჭარაშვილი ,რამაც დიდი მოწონება და აღტაცება გამოიწვია დამსწრე საზოგადოების წინაშე .ორგანიზაცია უსინათლოთა ხმა მადლობას უხდის ასეთი ლამაზი დღისათვის ხულოს მერიას და ღონისძიების ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს.
